ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია – დამწვარია 15 ათასი კვ მეტრის ფართობი. ცეცხლი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართები იყო განთავსებული. ახლოს მდებარე კლინიკებიდან პაციენტებისა და მედპერსონალის ევაკუაციაც განხორციელდა.
მომხდარის დეტალებს და ადგილზე ამ დროისთვის არსებულ ვითარებას თამუნა ნადარეიშვილი გაგვაცნობს.