ხანძარი სვანეთში

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე გვიან ღამით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ჯგუფები ჩავიდნენ თბილისიდან და იმერეთიდან. ხანძრის კერებთან მუშაობს ცოცხალი ძალა – 125 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.