ხანძარი სოფელ საყავრესთან 

უცვლელია ვითარება გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან. მაშველები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ისევ ხანძრის ჩასაქრობად მუშაობენ, რასაც მაღალი ტემპერატურა და ქარი უშლის ხელს. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები შემოვლას ინტენსიურად ახორციელებენ, თუმცა მიმდინარე ღონისძიებების მიუხედავად, ცეცხლის სრული ლიკვიდაცია ჯერ ვერ ხერხდება. ღია ცეცხლი ტყეში აღარ შეინიშნება, მაგრამ ადგილზე ამ დრომდე რამდენიმე მცირე კერა რჩება. არსებული ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 10 კვადრატული მეტრის ფართობი. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის მოკვლევა უკვე დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვარაუდობენ, რომ ხანძრის ლიკვიდაციას დღის ბოლომდე შეძლებდნენ, თუმცა, მაშველებს ისევ ინტენსიური სამუშაოების ჩატარება უწევთ. საჭიროების შემთხვევაში, მეხანძრეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.