ხანძარი სოფელ მუგუდასთან

18:36, 11.11.2018

ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვის, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხანძარი დუშეთის რაიონის სოფელ მუგუდასთან ახლოსაა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების რისკის გამო ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მსგავსი