ხანძარი სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“
სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ სამუშაო პროცესი განახლდა. ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვემოთ არსებული ობიექტები არ დაზიანებულა და დამწვარია მხოლოდ მესამე სართულზე არსებული რესტორნის სივრცე.
„ოქროს კიდობანში“ ხანძარი ღამით გაჩნდა, მისი ლიკვიდირებისთვის კი მეხანძრე მაშველებს დაახლოებით ორი საათი დასჭირდათ. ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ასევე, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ სავაჭრო ობიექტზე სხვადასხვა ფართს ფლობენ და მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრი ფართი.