ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში“

ძლიერი ხანძარი თბილისში.

დამწვარია სასტუმრო „ამბასადორის“ მეოთხე სართულზე განთავსებული რესტორანი, ცეცხლი გავრცელდა მესამე სართულზეც. შავთელის ქუჩაზე მობილიზებული 16 სახანძრო ბრიგადის მიერ ხანძრის კერები უკვე ლოკალიზებული და ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ არავინაა დაშავებული. ცეცხლის ქრობას ხელს ძლიერი ქარი აფერხებდა. სტიქიის მასშტაბის გათვალისწინებით იყო საშიშროება, რომ ხანძარი გვერდით მდებარე შენობებზეც გავრცელებულიყო.