ხანძარი სადგურის მოედანზე 

21:04, 02.11.2026

დამწვარი პროდუქცია და ათი ათასობით ლარის ზარალი – სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია დღეს ხანძრის კერად იქცა.

წინასწარი არაოფიციალური მონაცემებით, 100-მდე სავაჭრო ობიექტიდან განადგურდა დაახლოებით 20 მაღაზია, სადაც ძირითადად ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაცია ხდებოდა. დაშავებულები არ არიან. დაზარალებულებს იჯარით აღებულ ფართებზე პროდუქცია დაზღვეული არ აქვთ. მოვაჭრეები ახლა ტერიტორიის მესაკუთრესთან ითხოვენ შეხვედრას. როგორც ირკვევა, ე.წ. გადასასვლელ ხიდთან ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და მალევე სხვა ობიექტებს მოედო – ხანძარი ამ დროისთვის სრულად არის ლიკვიდირებული. ადგილზე ახლა ექსპერტები მუშაობენ. იქ იმყოფება პოლიციაც.

რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა – თვითმხლველებს და დაზარალებულებს ბელა ზაქაიძე ესაუბრა.

მსგავსი