ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში

ხანძარი ვარკეთილში, ზედა პლატოს მეორე მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. კორპუსის ზედა სართულებზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. ადგილზე დილიდან მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.