ხანძარი საბერძნეთში - საგანგებო რეჟიმშია საქართველოს საელჩო

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. არიან დაშავებულებიც. ოფიციალური მონაცემებით, მათ შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

საქართველოს საელჩოს ცნობით, ამ დრომდე ვერ ხერხდება საქართველოს ერთ მოქალაქესთან დაკავშირება, სამს კი უკვე გაუწიეს შესაბამისი დახმარება. ამოქმედებულია ცხელი ხაზი +30 69 95 77 97 93 როლიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

საბერძნეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას ხანძართან საბრძოლველად დახმარება სთხოვა. გუშინ ათენის სიახლოვეს მდებარე სხვადასხვა დასახლებებთან ხანძრის რამდენიმე კერა ერთდროულად გაჩნდა. ცეცხლის გავრცელებას მშრალმა ამინდმა და ქარმა შეუწყო ხელი.