ხანძარი რაჭაში

რაჭის რამდენიმე სოფელში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ  ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარზე გავრცელებული ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 30-მდე მეხანძრე-მაშველი და სახანძრო ავტოტექნიკა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ხიდაშელების მიმდებარედაც. ტყის ქვედა საფარის ქრობით სამუშაოებში ჩართულია 60-მდე მეხანძრე-მაშველი. ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ მეხანძრეები სოფელ აბარის მიმდებარედ ტყეში. ხანძარი რაჭაში ორი დღის წინ გაჩნდა, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია, რის გამოც სტიქიის ზონაში დაკვამლიანებაა.