ხანძარი ქაბულში

15:25, 02.05.2021

ცხრა ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა ხანძრის შედეგად ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით. არსებული ინფორმაციით, ქაბულის შემოგარენში ცეცხლი საწვავმზიდს გაუჩნდა და ხანძარი სხვა სატვირთო და მსუბუქ ავტომობილებზეც გავრცელდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სულ დაიწვა 50 მანქანა. მომხდარის გამო, ქაბულის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მოამბე

მსგავსი