ხანძარი პორტუგალიაში

პორტუგალიაში ძლიერი სიცხის შედეგად გაჩენილ ხანძრებს ვერ აქრობენ.

ალგარვეს რეგიონში, ტყეში გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდაციაში 740-ზე მეტ მეხანძრეა ჩართული.

ხელისუფლებამ 10 საცხოვრებელი სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის ჩაქრობას 10 თვითმფრინავი ცდილობს.

შეგახსენებთ, შარშან პორტუგალიაში გაჩენილ ხანძრებს 114 ადამიანი ემსხვერპლა.

წელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხულია. ჰაერის ტემპერატურა ესპანეთსა და პორტუგალიაში 45 გრადუს ცელსიუსს აღწევს.