ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

ხანძრის ჩაქრობის 9-საათიანი ოპერაციის შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. ხანძრის კერების დამუშავებას, საგანგებო სამსახურები ამ დრომდე განაგრძობენ.

მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, როგორც ებრძოდნენ მეხანძრეები საფრანგეთის მთავარ ღირშესანიშნაობაში  გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს. ხელისუფლება მიყენებულ ზიანს აფასებს. განადგურებულია ტაძრის ხის სახურავი და სხვა ხის კონსტრუქციები, ხანძრის შედეგად ჩამოინგრა  სახურავზე არსებული მთავარი სვეტი, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდებოდა.

ხანძარს გადაურჩა მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიკვიები, რომლებიც ტაძარში ინახებოდა. მათ შორის მაცხოვრის ეკლის გვირგვინი.  პარიზში მომხდარს გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამ მძიმე წუთებში საქართველო ფრანგი ხალხის გვერდით დგას.  ღრმა მწუხარება გამოთქვა და  ფრანგ ხალხს თანადგომა გამოუცხადა მამუკა ბახტაძემ.