ვითარება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი სრულად ჩამქრალია, თუმცა მეხანძრეები ადგილზე მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის დროს ორი პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდნენ. 9 საათიანი ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის, სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ტაძარი აღდგება. პარიზის სიმბოლოს დახმარების სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე ფრანგმა მილიარდერმა. ერთ-ერთი მათგანი „ლუი ვიტონის“ დამფუძნებელი ბერნარ არნოა, რომელიც მზადაა 200 მილიონი ევრო გამოყოს. ტაძრის აღსადგენად 50 მილიონ ევროს დახარჯავს პარიზის მერიაც.

საფრანგეთს სოლიდარობა ევროკავშირის ლიდერებმაც გამოუცხადეს.