ხანძარი ნიუ იორკში

18:30, 29.12.2017

12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს ნიუ იორკში. ბრონქსში, დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია. 4 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა დაადასტურა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი