ხანძარი ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე

ხანძარი იყო ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ცეცხლი ე.წ. ძველმანების ბაზრობასთან ახლოს ნარჩენების გროვას გაუჩნდა.

არსებობდა ბაზრობაზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრეების სწრაფი რეაგირების შედეგად, ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა.

ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.