ხანძარი მუმბაიში

15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს მუმბაის ცენტრში, 20-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო. ხანძარი კომპლექს „კამალა მილსში“ გვიან ღამით გაჩნდა – ადგილზე სადაც ოფისები და რესტორნებია განთავსებული. ცეცხლი მთელ შენობას რამდენიმე წუთში მოედო. წინასწარი გამოძიების თანახმად, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვაა, რომელიც სავარაუდოდ, პირველ სართულზე განთავსებულ ღამის კლუბში მოხდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი ამ დრომდეა მობილიზებული.