ხანძარი მესტიის რაიონში

15:21, 05.07.2020

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემის სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან. ტერიტორია, სადაც ცეცხლი გაჩნდა, ტრანსპორტისთვის მიუვალია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტექნიკის გარეშე იმუშავებენ.

მსგავსი