ხანძარი მესტიის რაიონში

სტიქია ზემო სვანეთში.

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ცეცხლის ქრობაში 20 მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო ხანძრის დროული ლოკალიზება ვერ მოხერხდა. ხანძრის სიახლოვეს დაახლოებით 11 ოჯახი ცხოვრობს. ცეცხლი წიწვოვან ხეებს გაუჩნდა, დაკვამლიანებაა სოფელ იდლიანში. ადგილობრივების თქმით, დაკვამლიანების გამო მათ ტერიტორიიდან ბავშვები უვე გაიყვანეს.

სოფელ იდლიანში ხანძარი 4 ივლისს გვიან ღამით, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესს ხელს ძლიერი ქარიც უშლის.