ლოს ანჯელესის ოლქში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ლოს ანჯელესის ოლქის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, „ამ მასშტაბის ხანძართან საბრძოლველად საჭირო რაოდენობის მეხანძრეები არ ჰყავთ“. ამჟამად ლოს ანჯელესის ოლქში ხანძრის ხუთი კერაა და ამ დროისთვის ცეცხლი 0 %- ითაა ლოკალიზებული. ხანძარი
გავრცელდა “ჰოლივუდ ჰილსში”, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც ცნობილი ადამიანების საცხოვრებელი სახლებია. ევაკუირებულია 100 000 – ზე მეტი ადამიანი. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 1,5-ზე მილიონზე მეტი ადამიანი. სანტა მონიკას მთებსა და წყნარ ოკეანეს შორის მდებარე პალისადეში ხანძარი 7 იანვარს გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ამ დროისთვის 1000-ზე მეტი შენობა დაიწვა.