ხანძარი ლილოში

მასშტაბური ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლში“.

ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გავრცელდა. ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო ბრიგადის მობილიზება გახდა აუცილებელი. მეხანძრე მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ცეცხლი ორ სართულიან შენობაში გაჩნდა, სადაც სავაჭრო ობიექტებთან ერთად განლაგებულია საწყობებიც. უახლეს ინფორმაციას ადგილიდან გენო ოსიყმაშვილი მოგვაწვდის ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.