„ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ცალკეული კერების დამუშავება გრძელდება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, დამწვარია 5 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელებული ტერიტორია, საწყობები, ტანსაცმლისა და ჭურჭლის მაღაზიები, აგრეთვე საწყობებში განთავსებული სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ცეცხლი გუშინ შუადღისას ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, სადაც ძირითადად ნაძვის ხეებისა და ტანსაცმლის საწყობები იყო განთავსებული. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 120-ზე მეტი მეხანძრე მაშველი და 22 ავტოცისტერნა იყო ჩართული.