ხანძარი ლილოს ბაზრობაზე

ამ დრომდე გრძელდება ხანძრის კერების ლიკვიდაცია სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე.

ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 120-ზე მეტი მეხანძრე მაშველია ჩართული. ცეცხლი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი საწყობის ორ სართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა და ხუთი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. დამწვარია სასაწყობე მაღაზიები, ასევე ტანსაცმლისა და ჭურჭლის მაღაზიები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.