ხანძარი „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში
ხანძარი იყო თბილისში. ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში, ლიფტის შახტში გაჩნდა. ბანკის გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის განცხადებით, ხანძარი საოფისე სივრცეში არ გავრცელებულა. როგორც ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა განუმარტა, დაშავებული არავინაა. სპეციალური ჯგუფების ჩართვის ფონზე, ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.