ხანძარი ლაითურში

ტყის ხანძარს ებრძვიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.