უკვე 6 დღეა კალიფორნიაში გამანადგურებელ ხანძარს ებრძვიან. დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 13 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სახანძრო სამსახურების ცნობით, ბოლო რამდენიმე საათში ცეცხლის ფართობმა 400 ჰექტრით მოიმატა. ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო ავიაცია ცდილობს, თუმცა მეტეოროლოგები ქარის სიჩქარის კიდევ უფრო გაძლიერებას პროგნოზირებენ, რაც ამ სამუშაოებს ხელს უშლის. ჯამში ოლქში ამ დროისთვის ცეცხლის 6 კერა მძვინვარებს.