ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში, ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა შვიდს მიაღწია. ამჟამად საფრთხეს სამი მასშტაბური კერა ქმნის, რომელთა გამოც, 250 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. აგვისტოს შუა რიცხვებიდან, კალიფორნიაში მეხის ჩამოვარდნის 13 000 შემთხვევა აღრიცხეს. დაფიქსირებულია 600-ზე მეტი ცეცხლის კერა. დამწვარია 4800-ზე მეტი კვადრატული კილომეტრის ფართობი. ცეცხლმა გაანადგურა 1200 შენობა. სტიქიას ებრძოდა 14 000 მეხანძრე.