ხანძარი ისანში

ისანში გაჩენლი ხანძარი ლიკვიდირებულია.

დამწვარია დაახლოებით 15 კვადრატული მეტრი ფართი. დავითაშვილების საცხოვრებელი სახლის  დამხმარე ნაგებობას ცეცხლი დილის საათებში წაეკიდა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი გამათბობლის გაცხელება და მისი აალება გახდა.

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განმარტავს, რომ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. აბონენტის განცხადებით წყლის მიწოდება იყო შეწყვეტილი. წყლის მიწოდების აღდგენის შედეგად ჩაირთო ეზოში დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი გადახურდა და გაუჩნდა ცეცხლი.

აფეთქება არ დასტურდება.