ხანძარი გურიაში

ძლიერი ხანძარი გურიაში. დაბა გრიგოლეთში სამი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ზღვისპირას მდებარე ხის საზაფხულო კოტეჯში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მიმდებარე კოტეჯებზე გავრცელდა. ძლიერი ხანძრის შედეგად ორი სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილობრივებმა ნივთების გამოტანაც ვერ მოახერხეს, მესამე ხის კოტეჯი კი ნაწილობრივაა დაზიანებული. ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მოამბე

დატოვე კომენტარი