ხანძარი გუმათჰესზე

ხანძარია გუმათჰესის ტერიტორიაზე. ცეცხლი სავარაუდოდ ჰიდროელექტროსადგურის გენერატორს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამო, ქუთაისისა და მიმდებარე სოფლების აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.

ადგილზე ჩვენი კორესპოდენტი ირმა ჭოლაძე მუშაობს.