ხანძარი გორში

გორში საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის შედეგად, 16 წლის მოზარდი დაშავდა.

ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგონა გორის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ხანძარი მშვიდობის ქუჩაზე იყო. წინასწარი ინფორნაციით, ცეცხლი შესაძლოა დაუდევრობამ გამოიწვია.