ხანძარი გორის რაიონში

გორის რაიონში ტყე იწვის. ცეცხლის კერები სოფელ საყავრესთან ტყის მასივშია გაჩენილი.

ხანძრის გავრცელების არეალი 40 ჰექტარს აღწევს. სტიქიის ზონაში ცოცხალ ძალასთან ერთად ავიაციაც მუშაობდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ვერტმფრენი იყო ჩართული.

სტიქია მასშტაბურია, ამიტომ სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება თბილისიდან და სამცხე-ჯავახეთიდანაც გახდა საჭირო.

ცეცხლის ქრობის სამუშაოების დასაგეგმად და კოორდინაციისთვის სოფელში ცოტა ხნის წინ საველე შტაბი შექმნეს.