ხანძარი გალში

ხანძარია ოკუპირებულ გალში. ცეცხლი გავრცელებულია ქვებო ბარღებსა და ჭუბურხინჯში. ქრობის პროცესი მეორე დღეა მიმდინარეობს. დამწვარია რადენიმე სახლი. არ არიან დაშავებულები. ქარი ხანძრის ლოკალიზებას აფერხებს. სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დახმარების გაწევის შეთავაზება არაერთხელ მოხდა. ამ მიზნით მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

დატოვე კომენტარი