ხანძარი გაგრაში

12:13, 10.01.2021

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ხანძრის კერების ნაწილი ლიკვიდირებულია. რთულად მისადგომ ადგილებში ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა. ინფორმაციას აფხაზური მედია ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიმდინარეობს ვითარების 24-საათანი მონიტორინგი. გაგრაში სტიქიას უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან.  ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტყის ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა.

მსგავსი