ხანძარი დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე

ხანძარია დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ექვსი ეკიპაჟი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მოამბე