ხანძარი „დელტაში“ – განცხადება

12:09, 11.10.2026

სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცეცხლი ცენტრის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში გაჩნდა, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება და სადაც მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. „ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სამსახურების სწრაფი ჩარევის შედეგად ვითარება მოკლე დროში ლოკალიზდა და ამ დროისთვის ცეცხლის კერა სრულად ლიკვიდირებულია“- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი