ხანძარი ჭავჭავაძის გამზირზე

21:55, 21.12.2024

ამ დრომდე არ არის ლიკვიდირებული ხანძარი ვაკეში. ჭავჭავაძის გამზირზე კორპუსის სახურავს ცეცხლი უკიდია, წინასწარი ინფორმაციით, შენობაში განლაგებულია ოფისები და საოფისე ფართები. ხანძრის ჩაქრობას უკვე დაახლოებით ერთი საათია, ცდილობს სახანძრო სამაშველო სამსახური.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ხანძრის გამო არავინ დაშავებულა, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს კერების ჩაქრობა, ოფიციალური განცხადება კი მოგვიანებით გაკეთდება, ადგილზე იმყოფება საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილიც.

მსგავსი