ხანძარი ცედანის ტყეში

ხაშური სტიქიის ზონად რჩება. სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში ამ დრომდე რჩება ცეცხლის რამდენიმე კერა.

ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი და რთული რელიეფი ართულებს. სტიქიის ეპიცენტრთან დასახლებას 15 კილომეტრი აშორებს. თუმცა როგორც შესაბამისი უწყებები ამტკიცებენ, ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე მოხსნილია.

ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად ვერტმფრენიც არის ჩართული.

წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 10 ჰექტარი ფართობი.