ხანძარი ბორჯომში

ბორჯომში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. მაშველები მეორე დღეა ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ. რთული რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობით უწევთ. გარდა ამისა, სიტუაციას ართულებს ძლიერი ქარიც.

რა ხდება ამ დროისათვის სტიქიის ზონაში, – გიორგი მანჯავიძე მუშაობის ბორჯომის ხეობაში.