ხანძარი ბათუმში

ხანძარი იყო ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მთლიანად დაიწვა ბარაკული ტიპის სახლი, რის შედეგადაც ორი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. დაზარალებულებს ბათუმის მერია დახმარებას დაპირდა, მანამდე კი, ოჯახები დროებით სასტუმროში დააბინავეს.  შემთხვევის ადგილზე  სახანძრო-სამაშველო სამსახურის შვიდი ეკიპაჟი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.