ხანძარი ბათუმში

ხანძარია ბათუმში. ბაგრატიონის ქუჩაზე, ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთი ბინა იწვის. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ცეცხლის გავრცელება.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი სახლის სამზარეულოში გაჩნდა.