ხანძარი ბაკურიანში

ბაკურიანში, სასტუმროში „ბაკურიანი რეზიდენსი“ ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საოჯახო ტიპის სასტუმროში ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა. დამწვარია ორას კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.