ხანძარი ატენისა და რკონის ხეობებში

მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან შიდა ქართლში, ატენისა და რკონის ხეობებში.  ამ დროისთვის სოფელ ორმოცში, ხანძრის ხუთი კერიდან, ოთხი უკვე ლიკვიდირებულია, ცეცხლის ღია კერები რჩება სოფელ რკონში.

ხანძრის კერებამდე მისულია სახანძრო ტექნიკა და 200-მდე მეხანძრე-მაშველი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, სტიქიის ზონაში ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება დღეს აღარაა და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ცეცხლი სოფელ ორმოცსა და სოფელ რკონში დასახლებული ნაწილიდან დაახლოებით 10-15 კილომეტრში გაჩნდა.

თავდაპირველად ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე გაჩნდა და შერეული ტყეზე გადავიდა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი,  გამოძიება დაადგენს.