ხანძარი ამაზონის ტყეში

ამაზონის ტროპიკული ტყე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის ზონაში მაშველების დამატებითი რაოდენობის  გაგზავნა ვერ ხერხდევა. ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, ხანძართან გასამკლავებლად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის. პარალელურად, ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ცენტრის ცნობით, ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძრების რიცხვი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 80 %-ით არის გაზრდილი.

ამჟამად მეხანძრეები ორ შტატში ხანძრის ათასობით კერას ებრძვიან.

დატოვე კომენტარი