ხანძარი ამაზონის ტყეში  

მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ეკო-სისტემა ნადგურდება.

ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძარი სულ უფრო მასშტაბური ხდება. თითქმის ყოველ საათში ცეცხლის ახალი კერა ჩნდება. ბრაზილიის ხელისუფლება სტიქიასთან გამკლავებას ვერ ახერხებს, თუმცა არც სხვა ქვეყნების დახმარება სურს. გარემოსდამცველი ორგანიზაციები ტყის მასივში ხანძრების გახშირებას სწორედ ბრაზილიის მთავრობის არასწორ ეკო-პოლიტიკას აბრალებენ. მსგავსი პოლიტიკა ზედმეტად რბილად მიაჩნიათ ევროპის ლიდერებსაც, რომლებიც დღეს ბრაზილიას ხანგრძლივი უთანხმოების შემდეგ მიღებული სავაჭრო შეთანხმების შეწყვეტითაც დაემუქრნენ.

ამაზონის ტყის ხანძარმა უკვე შეცვალა დიდი შვიდეულის სამიტის დღის წესრიგი. საფრანგეთში დაგეგმილ ხვალინდელ სამიტზე მთავარი თემა სწორედ სტიქიასთან ბრძოლის გზები იქნება.