კვლავ უმძიმესია ვითარება ამაზონის ტროპიკულ ტყეში. მასშტაბური ხანძრის ქრობის ოპერაციაში ბრაზილიელი სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთნენ. ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჯარისკაცები მეხანძრეებს ერთდროულად რამდენიმე რეგიონში მიეხმარებიან. ბრაზილიის გარეთ კი საერთაშორისო დონის პოლიტიკური ლიდერები კრიზისის მოგვარების გზებზე მსჯელობენ.
რამდენიმე წამყვანმა სახელმწიფომ ფინანსური დახმარების გასაწევად მზადყოფნა უკვე გამოთქვა. სტიქია, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, – დეტალებს გვანცა ფოცხვერია მოგიყვებათ.