ხანძარი ახალციხეში

ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ცეცხლი ლიკვიდირებულია.

დამწვარია შენობის სახურავის ნაწილი, ასევე დაზიანებულია 13 სამუშაო ოთახი მესამე სართულზე. საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.