ხანძარი ადიგენის მუნიციპალიტეტში

18:04, 16.05.2021

ადიგენის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობს ექვსი სახანძრო სამაშველო ბრიგადა, რომელიც ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობს. ადგილობრივების თქმით, სოფელ ფხეროს ტერიტორიაზე, ოქროს ციხის ტყის მასივში დაკვამლიანება 12 საათისთვის შენიშნეს, ცეცხლი დაახლოებით სამი ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე ადიგენისა და ახალციხის სახანძრო- სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. დამატებითი ბრიგადები ჩავიდნენ ასევე ბორჯომიდან. ხანძრის ქრობა მიუდგომელმა რელიეფმა და ქარმა გაართულა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მოამბე

მსგავსი