ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხანდაზმულ მოქალაქეებს თარიღი მიულოცეს. ისაუბრეს ამომრჩევლების ინფორმირებულობაზე, საარჩევნო პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობასა და სხვადასხვა სერვისებზე. კათარზისში სტუმრობისას ცესკო-მ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. აქცენტი გაკეთდა ამომრჩეველთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კომუნიკაციის გააქტიურებაზე.