ხანდაზმულთა პრობლემები საქართველოში

როგორ ასრულებს საქართველო მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციას. დოკუმენტი ქვეყანამ 2016 წელს მიიღო, 2017-ში კი სამოქმედო გეგმაც დაამტკიცა.

დოკუმენტების მთავარი მიზანი, ხანდაზმული მოქალაქეების ღირსეული სიბერის უზრუნველყოფაა, მათ შორის დასაქმებისა და სწავლების ხელშეწყობა, ჯანდაცვა, საზოგადოებაში ინტეგრირება.

სტრატეგიის თანახმად, ევროკავშირის დაფინანსებით, რამდენიმე ქალაქში ხანდაზმულთათვის დღის ცენტრები გაიხსნა.

რა სერვისებს სთავაზობენ მსგავსი ცენტრები პენსიონერებს და ზოგადად, როგორ აპირებს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას.